четверг, 28 сентября 2017 г.

1.პროექტის სახელწოდება:,,საქართველოს ოქროს ხანა"
2.პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებს აქვთ ბუნდოვანი წარმოდგენა მე-12 საუკუნის საქართველოს ოქროს ხანაზე.
3.პროექტის მიზნები:მოსწავლეები გაეცნობიან, იმსჯელებენ, შეაფასებენ  მე-12 საუკუნის საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური,სოციალური და კულტურული განვითარების ეტაპებს.
4.მონაწილეთა ასაკი: მე-9 კლასი.
5.პროექტის ხანგრძლივობა:3 კვირა.
6.მოსალოდნელი შედეგი:კედლის გაზეთი, სლაიდ -შოუ, თამარ მეფის პორტრეტის შექმნა, ბუკლეტები.
7.პროექტის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, პროექტორი, ფოტოაპარატი,ფორმატის ქაღალდი კედლის გაზეთისათვის,მარკერები,ფერადი ფანქრები, ფურცლები.
8.პროექტის მსვლელობა: მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად, დაინაწილებენ დავალებებს,ვნახავთ ფილმებს ოქროს ხანაზე,წავალთ მუზეუმში,მოეწყობა ექსკურსია, მოვიწვევთ მეცნიერ ისტორიკოსს.
9.ე.ს.გ.-სთან კავშირი:
ისტ.IX.2.  მოსწავლეს შეუძლია გაანალიზს სხვადასხვა ისტორიული ეპოქის საქართველოში ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • რუკაზე აღნიშნავს საქართველოს ტერიტორიაზე გამავალ სხვადასხვა ეპოქი სავაჭრო გზებს;
  • წერილობითი სახით შეუძლია ჩამოაყალიბოს თავისი თვალსაზრისი საქართველოს ეკონომიკაში უცხო ქვეყნის მმართველობით გამოწვეულ დადებით და უარყოფითცვლილებების შესახებ;
  • მსჯელობს, თუ როგორ იცვლებოდა საქართველოში სოფლის მეურნეობა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის განვითარებასთან ერთად,   ადარებს განსხვავებულ ეპოქებში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სოფლის მეურნეობის ტრადიციული დარგების განვითარებას;
  • მსჯელობს სხვადასხვა ეპოქაში ამა თუ იმ რეგიონთან თუ სივრცესთან საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ.
  
ისტ.IX.3. მოსწავლეს შეუძლია დახასიათოს ქართული სახელმწიფო მმართველობითსტრუქტურები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • მსჯელობს სხვადასხვა ეპოქის ქართული სამეფოების სახელმწიფო მოწყობის შესახებ. გამოავლენს მათ შორის მსგავსებებსა და განსხვავებებს;
  • ახასიათებს და ადარებს სხვადასხვა პერიოდში საქართველოში სახელმწიფოს მმართველობით სტრუქტურებში განხორციელებულ რეფორმებს;
  • ახასიათებს და ადარებს შუა საუკუნეებისა და თანამედროვე საქართველოს სახელმწიფო მმართველობის ფორმებსა და  სტრუქტურებს, მსჯელობს მათი ფუნქციების შესახებ;
  • ისტ.IX.4. მოსწავლეს შეუძლია  საქართველოში სოციალურ ურთიერთობებისტორიის კვლევა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
    • მსჯელობს საქართველოში ურბანიზაციითა და მიგრაციის სხვა სახეობით გამოწვეულ სოციალურ ცვლილებებზე. ადარებს  სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში მათ მიზეზებსა და შედეგებს;
    • აანალიზებს რეფორმებით და რევოლუციის შედეგად  გამოწვეულ ცვლილებებს სოციალურ სტრუქტურებში;
    • საუბრობს საქართველოში სხვადასხვა პერიოდში  შექმნილ პარტიების შესახებ.
ისტ.IX.7. მოსწავლეს შეუძლია   მსჯელობა ქართულ კულტურ სხვადასხვა დარგის ჩამოყალიბებისა და  განვითარების შესახებ.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • ჩამოთვლის ქართული კულტურის ყველაზე მეტად წარმატებულ დარგებს;
  • მსჯელობს ყველაზე მნიშვნელოვანი  ქართული ლიტერატურული და სახვითი ხელოვნების ძეგლების შექმნის ისტორიის და მნიშვნელობის შესახებ;
10. პროე:ქტის ხელმძღვანელნანა ქებაძე
 11.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: .qebadze8@gmail.com